The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იმირ მამედლი

იმირ მამედლი
Date of birth:7 August, 1957  (67 years)
Category:Playwright, Translator, Poet, Journalist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფაშიანში, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1980 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტში, ასევე – გაზ. "სოვეტ გურჯისტანის" რედაქციაში. 1992–1996წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი და მრჩეველი; 1996–2000წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბანკის, შემდეგ კი – რეგიონული პოლიტიკისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე. წერს, როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ ენაზე. მისი სამეცნიერო-პუბლიცისტური და მთარგმნელობითი მოღვაწეობა ასახულია ოცზე მეტ წიგნსა და პუბლიცისტურ სტატიაში. მან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური" და "სტუმარ-მასპინძელი", გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი", ჯ. ჩარკვიანის, მ. ფოცხიშვილის ლექსები და სხვ. წერს ნაწარმოებებს ორ ენაზე, აზერბაიჯანულად და ქართულად. გამოცემული აქვს ლექსების კრებული "ფიქრთაღრიცხვა" (2003). 2004 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბაქოში. პროზაიკოსი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.208; პირველი არხი: 1tv.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.491-492

Member of Organizations

  • აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის საქართველოს განყოფილება, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
    ნაყოფიერი მთარგმნელობითი მოღვაწეობისთვის

Bibliography


Share: