Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონტი იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლახირი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის საჰაერო სამხედრო სასწავლებელი; ქ. კუბიშევის სამხედრო საავიაციო სასწავლებელის სამხედრო აკადემია 1937 წელს. მსახურობდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის სამხედრო აკადემიაში. აკადემიაში სწავლის დროს მან პირველმა დასვა თვითმფრინავი მესტიაში, რასაც დიდი ზეიმით შეხვდა სვანეთის საზოგადოება. 1937 წელს იგი გაგზავნეს ქ. ვიტებსკში ავიაგამანადგურებელზე სამუშაოდ. აქ მოუსწრო მას დიდმა სამამულო ომმა, რაშიც აქტიურად ჩაება და წარმატებით განახორციელა არა ერთი სამხედრო ოპერაცია. 1942 წლის დასაწყისში ერთ-ერთი შეტაკების დროს მტრის ნაღმმა მძიმედ დააზიანა ლ. იოსელიანის თვითმფრინავი და იგი იძულებული გახდა პარაშუტით დაშვებულიყო დედამიწაზე. ბელორუსიის ხშირმა ტყეებმა საშუალება არ მისცა მას მიწაზე დაშვებულიყო და მძიმედ დაჭრილი რამდენიმე დღე და ღამე ხის წვერზე იყო ჩამოკიდებული. ბოლოს მას სიცოცხლე ბელორუსმა პარტიზანებმა შეუნარჩუნა. სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ მუშაობა გააგრძელა სამხედრო შტაბში. 1948 წელს იგი პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით გავიდა თადარიგში. სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.183
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |