შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად ნეფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. 1996-1998წწ. მსახურობდა საქართველოს სასაზღვრო ძალებში. უმაღლესი განათლება არ აქვს. 2004 წელს იწყებს რადიოპიესების, პიესების და სცენარების წერას. ლექსების წერა გვიან, 2005 წელს დაიწყო. 2012 წლის იანვარში საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში და თავისთვის შეარჩია ფსევდონიმი "მეფარე". გამოცემული აქვს კრებულები: "აკალუსის ხურმა" (2012), "უცხო" (2013), "შავი კარნავალი" (2014), "ტკივილები" (2015), "ნოტების სახლი" (2016), "ყორნის ეფექტი" (2017); თარგმნილი აქვს შექსპირის სონეტები. მისი ლექსები შესულია ჟურნალებში: "განთიადი" (2012-2013) "უქიმერიონი" (2014) "ოლე" (2018), წიგნებში: "ჩვენ რუსთაველები" (2013), "ქრისტიანული პოეზიის" ორ ტომში (2014-2015), "წმინდა ნინოს ჯვრის" I ტომში (2017), "ლიხს იქით და ლიხს აქეთ" (2016), "სიყვარულის წიგნში" (2018). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 223-224 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |