The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე იოსელიანი

კონსტანტინე იოსელიანი
Date of birth:1913
Date of death:26 September, 1992  (at 79 years)
Category:Financier

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლახირი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიის ეკონომიკის ფაკულტეტი 1939 წელს.

აკადემიის დასრულების შემდეგ იგი დაბრუნდა მშობლიურ სვანეთში და მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონის სტატისტიკის განყოფილების უფროსად; დიდი სამამულო ომის პერიოდში მოხალისედ იბრძოდა სამთო მსროლელთა ბატალიონში, სამამულო ომის დასრულების შემდეგ სამი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მესტიის რაიონის აღმასკომის ფინანსურ განყოფილებას; 1957 წელს მუშაობის პერიოდში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, წარმატებით გაიარა სპეციალური კურსი ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში; 1977-1988წწ. მუშაობდა მესტიის რაიონში, სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობებზე. დამსახურებული ფინანსისტი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, მიღებული ჰქონდა საბრძოლო ჯილდოები და მადლობები.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.188


Share: