შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბო იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლახირი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. მუშაობდა მულახის საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად; 1948 წლიდან დაწყებული 26 წლის მანძილზე იყო ამავე სკოლის უცვლელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით მულახის საშუალო სკოლაში არაერთი თაობა აღიზარდა. ხალასი პედაგოგიური ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმის და გულისხმიერების წყალობით, იგი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც საკუთარი სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს შორის, ასევე მთელი ზემო სვანეთის პედაგოგიურ საზოგადოებასა და მოსახლეობაში. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.189 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |