Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა კვასხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუნჯვათი (ყოფილი ოზურგეთის მაზრა), ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ლანჩხუთის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება 1929 წელს. ლანჩხუთში შალვა კვასხვაძე ხელმძღვანელობდა ხელნაწერი ჟურნალის გამოცემას, მას მიმოწერა ჰქონდა იოსებ იმედაშვილთან და ჟურნალ "თეატრი და ცხოვრებას" უფასოდ იღებდა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ისმენდა ლექციებს სამხატვრო აკადემიაში და კინოსტუდიაში. 1929-1930 წლებში სურამში მუშაობდა პედაგოგად და იურისტად. 1930-1931 წლებში სწავლობდა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1925 წლიდან დაიწყო ქართული ხელოვნების ძეგლების შესწავლა. 1932-1935 წლებში საგანგებოდ შეისწავლა ქართული არქიტექტურის ძეგლები, ფრესკული მხატვრობა, წიგნის მხატვრობა და გამოყენებითი ხელოვნება. 1936 წელს წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი ქართული ხელოვნების ისტორიაში თემაზე: "ვისრამიანი ქართულ მხატვრობაში" და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქართული ხელოვნების მუზეუმში (მეტეხი) მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 1944-1946 წლებში იყო საქართველოს სურათების გალერეის სწავლული მდივანი და სიძველეთა დაცვის კომიტეტის ინსპექტორი; 1945-1951 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული "მთავარპოლიგრაფსამმართველოს" უფროსი მხატვრული რედაქტორი. 1940 წელს შალვა კვასხვაძის თანაავტორობით გამოიცა წიგნი "საბჭოთა საქართველოს მხატვრები" (რუსულ ენაზე 1941 წელს), ასევე გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და გამოკვლევები. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.656 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |