The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე პოტიომკინი

ალექსანდრე პოტიომკინი
Date of birth:12 March, 1947  (77 years)
Category:Economist, Scientist, Writer, Journalist

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს; მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1995 წელს, დოქტორანტურა 1999 წელს.

1971–1978 წწ. მუშაობდა "კომსომოლსკაია პრავდას" სპეციალურ კორესპონდენტად ქ. მოსკოვში; 1987 წელს იყო ცნობილი პროექტის - გერმანული ჟურნალის "Burda" რუსული ვერსიის გამოცემის და გავრცელების ავტორი და შემსრულებელი ქ. მოსკოვში და საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში; 1989 წელს ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საერთაშორისო უცხოური კომპანიების პირველი საჯარო რეკლამების გაზეთ "იზვესტია"-ში გამოქვეყნების პროექტის  ხელმძღვანელი; 1997 წელს საცხოვრებლად გადავიდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2003-2017 წწ. ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორად; ცხოვრობს ესპანეთში და ძირითადად, მოღვაწეობს ჩინეთში, აქვს კომპანია, რომელიც ჩაის აწარმოებს; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებზე; მისი ნაწარმოებები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე, მათ შორის ქართულადაც ითარგმნა. მწერლისა და მეცნიერის შემოქმედების მთავარი თემა თანამედროვე სამყაროა. თუ როგორია სამყაროს განვითარების როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კუთხე, როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი ამ სამყაროში და ადამიანთან ერთად თავად პლანეტაც სიცოცხლისუნარიანი დარჩეს. ესპანეთში მცხოვრები მწერალი, რომლის ნაწარმოებიც "რუსი პაციენტი" ნობელის პრემიაზე იყო წარადგინილი, ცნობილი ბიზნესმენი, მწერალი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1995), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2000), ლომონოსოვის უნივერსიტეტის პროფესორი და უცხოური მედიის ბიზნეს და ფინანსური მიმომხილველი.

წყარო: საერთო გაზეთი: facebook.com; Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ: iberiana.wordpress.com

Awards and Honors

  • 2021 - დავით აღმაშენებლის სახელობის ოქროს მედალი
  • 2018 - ქართული კულტურის რაინდი

Bibliography

  • Прозрения одиночества : трилогия (Author). - Москва, Беловодье, 2021. - 461с.
  • Соло Моно : путешествие сознания пораженца (Author). - Москва, ПоРог, 2017. - 348с.
  • Человек отменяется : роман (Author). - Москва, ПоРог, 2014. - 556, [1]с.
  • რუსი პაციენტი : რომანი (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2013. - 352გვ.. - ISBN: 9789941440809
  • Я : повесть (Author). - Москва, ПоРог, 2013. - 379с.
  • Русский пациент : роман (Author). - Москва, ПоРог, 2012. - 262, [2]с.
  • Кабала : роман (Author). - Москва, ПоРог, 2009. - 348, [3]с.
  • Мания (Author). - Москва, ПоРог, 2005. - 340, [2]с.
  • Отрешенный : Повесть, рассказы (Author). - Москва, ПоРог, 2004. - 301,[2]с.
  • Изгой : роман (Author). - Москва, ПоРог, 2004
  • Игрок : повесть (Author). - Москва, ПоРог, 2003. - 286с.
  • Бес : Повесть (Author). - Москва, ПоРог, 2003. - 256 с.
  • Элитная экономика (Author). - Москва, ИНФРА-М, 2001. - 357,[3]с.
  • Стол : повесть (Author). - Москва, ПоРог. - 220, [3]с.

Share: