შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთიმ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 1970 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1972 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ჰიდრომეტცენტრის ასპირანტურაში, 1977 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. დისერტაციის თემა ეხებოდა ჰიდროდინამიკური პროცესების მოდელირებას ატმოსფეროს ფიზიკაში. მისი სადისერტაციო გამოკვლევების რიგი საკითხები ამ დარგში მსოფლიო მასტაბის მიღწევად იქნა აღიარებული. 1977-1983წწ. ჰიდრომეტცენტრში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობის პარალელურად კითხულობდა ზოგადი ფიზიკის კურსს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრაზე. 1987-2005წწ. ნოემბრამდე იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ინფორმატიკის და კიბერნეტიკის დოცენტია. 1987-1990წწ. ხელმძღვანელობდა სამედიცინო ინფორმატიკის მიმართულებას და სახელშეკრებულო თემას "სამედიცინო ინსტიტუტში სასწავლო დისციპლინებში ავტომატიზირებული გაკვეთილების მომზადება". წარმატებით აგრძელებდა სამეცნიერო კვლევებს და ამზადებდა სადოქტორო თემას - "მათემატიკური მოდელების აგების, დამუშავებისა და სწავლების მეთოდოლოგიური საკითხები სამედიცინო კადრების უწყვეტი მომზადების პირობებში", იგი არის 30-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი, რომელთა შორისა 1987 წელს გამოცემული "სასწავლო-მეთოდური მასალები სამედიცინო ელექტრონიკისა, ინფორმატიკისა და ბიოტექნიკურ სისტემებში" და დამხმარე სახელმძღვანელო ინფორმატიკის საკითხებზე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.197
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |