The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ კომახიძე

თეიმურაზ კომახიძე
Date of birth:1937
Date of death:30 September, 2012  (at 75 years)
Category:Scientist, Writer, Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის დირექტორად, ბათუმის პრეფექტის პირველ მოადგილედ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად, ბათუმის მერად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. თეიმურაზ კომახიძე 61 წიგნისა და 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია (მათ შორის 60-მდე მონოგრაფიაა). გამოცემული აქვს აჭარის წარსულისა და დღევანდელობის ამსახველი ენციკლოპედიური ორტომეული. თ. კომახიძის მიერ დაარსდა: 14 მუზეუმი, ხულოს სამხატვრო სკოლა, ხულოს სამხატვრო გალერეა, ხელვჩაურის რაიონის სოფელ დიდივაკის დაწყებითი სკოლა, შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა 20 ათასი წიგნადი ფონდით; აღადგინა არაერთი ისტორიული ძეგლი. მისი თაოსნობით ბათუმში აშენდა წმინდა კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის ტაძარი. მიღებული აქვს გრიგოლ ნარეკაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის და ქ. გიუმრის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საპატიო პროფესორის წოდებები. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სახლზე სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სახელოვანი მწერალი და მეცნიერი, განთავსებულია მემორიალური დაფა.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.162

Member of Organizations

  • მწერალთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჰუმანიტარული აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • ფრიტიოფ ნანსენის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • ხულოს რაიონის საპატიო მოქალაქე
  • ხელვაჩაურის რაიონის საპატიო მოქალაქე
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი
  • ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემია
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული კულტურის მოღვაწე
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: