შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციური კახიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. თბილის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1971 წელს დაინიშნა მესტიის რაიონის სოფელ ლახამულის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობაზე; 1971-1973წწ. სწავლობდა და იმაღლებდა კვალიფიკაციას ქ. თბილისში კლინიკურ ორდინატურაში და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1980-1998წწ. მუშაობდა მესტიის რაიონულ საავადმყოფოში წამყვან გინეკოლოგად; 1994 წელს იგი მუდმივ საცხოვრებლად გარდაბნის რაიონში გადმოვიდა და მუშაობა დაიწყო სოფელ კალინინოს საექიმო ამბულატორიაში ექიმ-გინეკოლოგად; 1997 წელს გადაიყვანეს გარდაბნის რაიონულ სამშობიარო სახლში ექიმ-მეან-გინეკოლოგად და რეპროდუქტიოლოგიური კაბინეტის გამგედ. მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებულია ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის ნიშნით. 2011წ. მუშაობს გარდაბნის ჯეოჰოსპიტალის მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრში ექიმ-გინეკოლოგად. ჯანმრთელობის დაცვის ღვაწლმოსილი მუშაკი, გარდაბნის რაიონის საპატიო მოქალაქე, მაღალკვალიფიციური ექიმ-გინეკოლოგი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.201 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |