შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ლეჟავა![]()
ბიოგრაფიაზურაბ ლეჟავას მოთხრობები 1990-იანი წლებიდან იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში. უცხოელი გამომცემლები მის მოთხრობებს ხშირად ემირ კუსტურიცას ფილმებს ადარებენ, ხოლო მისი წერის მანერას - ეთგარ კერეთის სტილს. მისი მოთხრობები გაჯერებულია ფანტასმაგორიისა და რეალობის ნაზავით. გამოცემულია მისი რამდენიმე პროზაული კრებული. გარდა ამისა, არის ხის ნაკეთობების ოსტატი. წერს ქართულ და რუსულ ენებზე. ავტორია ორი რომანისა და რამდენიმე მოთხრობის. მისი მოთხრობა "მაცივარი სექსის წილ" შესულია 2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებულში, რომელიც ილინოისის ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა Dalkey Archive Press-მა დასტამბა. მისი მოთხრობები არაერთხელ მოხვდა ყოველწლიურ კრებულში "15 საუკეთესო მოთხრობა". არის 8 პროზაული კრებულის ავტორი. მიღებული აქვს ჯილდოები. წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: sulakauri.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |