The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ მიქაძე

ოთარ მიქაძე
დაბადების თარიღი:1943
გარდაცვ. თარიღი:2005  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა ასოთამწყობად ჯერ გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის", შემდეგ კი თბილისში, გამომცემლობა "საქართველოს" სტამბაში. სოხუმში გამოიცა მისი ლექსების კრებულები "თოვლის ვარდები" და "ლირიკა"· ასევე მის კალამს ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ვერხვის შრიალში"; "გაცისკროვნება", "აივანი ზღვაურში", "მთვარე ვარდის ფოთლით", "აკორდები", "ლირიკა", "კარაველა", "ძველი რომანსი", "ოქროს ძმები", "ფაზარის კოშკი". ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც.
წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 228-229

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: