Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შაქრო რომანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის საკავშირო ლიტერატურის ინსტიტუტი 1965 წელს. იგი ერთადერთი პიროვნება იყო საქართველოდან, რომელმაც ამ ინსტიტუტის ექვსწლიანი სრული კურსი დაასრულა. რომანაძის პირველი მოთხრობა - "მწვერვალები" დაიბეჭდა გაზეთ "იზვესტიაში". იბეჭდებოდა ჟურნალ "მოლოდაია გვარდიაში". გამოქვეყნდა მისი რომანი "მოხუცი ყემბერის წყარო". იგივე მოთხრობა გადაბეჭდა "რომან გაზეტამაც" თავის საიუბილეო ნომერში. იგი ნაყოფიერად მოღვაწეობდა ჟურნალისტიკის სფეროში. ათეული წლების მანძილზე მუშაობდა გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტად აჭარში; არის 200 -ზე მეტი საინტერესო ჟურნალისტური სტატიის ავტორი. გამოცემული აქვს წიგნები: "მოხუცი ყემბერის წყარო" (1977), "ფესვები" (1983), "ხინოს გადასახედიდან" (1999), "მწვერვალები" (2002). მიღებული აქვს ჟურნალ "მოლოდაია გვარდიას" პრემია რომანისთვის "მოხუცი ყემბერის წყარო". წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.176 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |