შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა როყვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1958 წელს (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით); 1961 წელს კი მოსკოვის ლიტერატურული კურსები. როყვას პირველი ლექსები 1944 წელს გამოქვეყნდა გაზეთ "საბჭოთა აჭარაში", რასაც მოჰყვა კრებულები პროზისა და პოეზიის სფეროში: "ლია, გელა და სხვები" (1954), "მამის ღიმილი" (1960), "საქართველოს ეზოები" (1967), "აიწონა-დაიწონა" (1968), "ლაპარაკობს მოსკოვი" (1972), "მამულის მამითადი" (1974), "შთაგონება გზაზე" (1977), "ფრთები" (1981), "მწვანე მამული" (1984), "პიესები" (1988), "მარადონას ღიმილი" და სხვ; მწერლის დრამატურგია წარმოდგენილია პიესებით: "მინდვრის დედოფალი" (1962), "დედა" (1966), "ლაპარაკობს მოსკოვი" (1972), "მდინარის გაღმა ჩემი სოფელია" (1975), "სიყვარული, როგორც ცისარტყელა" (1977), "ნდბა" (1979), "დონკიხოტებო, წინ!" (1980) და სხვ. გამოცემული აქვს სატირულ-იუმორისტული კრებულები: "აიწონა-დაიწონა" და "სკლეროზი". შოთა როყვას ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ და უკრაინულ ენებზე. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.178 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |