შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა წურწუმია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი 1994 წელს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის პროფესორი, თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. სამეცნიერო კვლევების სფერო: თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები, თურქეთის ქართველების და ჩრდილოკავკასიელების დიასპორის ისტორია, კულტურა, ენობრივი ვითარება, დიასპორული სათვისტომო-ორგანიზაციები. არის მონოგრაფიისა და ოცდაათი სამეცნიერო სტატიის ავტორი. 2019 წელს სტამბოლში, თურქულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი "აფხაზეთი ოსმალეთ-რუსეთის ურთიერთობებში XIX საუკუნესა XX საუკუნის დასაწყისში"(yeditepeyayinevi.com); მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი: "თურქეთელი ქართველები, აფხაზები და ლაზები დღეს", მუსტაფა ბუტბაი და მისი "მოგონებები კავკასიაზე", ოსმალეთის იმპერიის ქართველი ვალიდე სულთნები = Georgian valide sultans of ottoman empire, ფერაჰ ალი ფაშა - ანაპისა და სოღუჯაკის გუბერნატორი : (1781-1785). ისტორიის დოქტორი, თურქოლოგი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |