The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინიკო მშვიდობაძე

ნინიკო მშვიდობაძე
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1997 წელს.

1998-2001 მუშაობდა გაზეთ "ლანჩხუთი plus"-ში ჟურნალისტად; 2001-2006წწ. იყო გაზეთ "ჰო და არა" ჟურნალისტი; 2006-2010წწ. გაზეთ "გურია ნიუსი"-ს ლანჩხუთის ბიუროს ხელმძღვანელი; 2010 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2012-2014წწ. გაზეთი "რეზონანსი"-ს სპეციალური კორესპონდენტი გურიაში; 2012-2014წწ. ადამიანის უფლებათა ცენტრის სპეციალური წარმომადგენელი გურიაში; 2012-2014წწ. არის ინტერნეტგამოცემა TSPRESS.GE გურიის ბიუროს ხელმძღვანელი; 2013-2014წწ. ა(აიპ) კულტურის ცენტრის პიარი; 2014 -2021წწ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2021 წლიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოადგილე, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის წევრი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 234; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: lanchkhuti.gov.ge; ნინიკო მშვიდობაძის პოეზია: feedc.com


გააზიარე: