The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანუჩა

ოფიციალური სახელი:მანუჩარ ციციშვილი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი, "ვეფხისტყაოსნის" ინტერპოლატორი. მას ჩაურთავს სტროფები პოემის ტექსტში, 11 სტროფი დაუმატებია "ავთანდილის ანდერძისათვის". ნანუჩას მიერ ჩართულ სტროფებს პოემის ზოგიერთ ხელნაწერში (ე. წ. ზაზასეული ხელნაწერი) მიწერილი აქვს "ნ" ან "ნა". არჩილ II "თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასებაში" მოიხსენიებს ნანუჩას და ლექსს უწუნებს მას. ნანუჩა თანამედროვეთა მოწონებით სარგებლობდა. მამუკა თავაქარაშვილი მას "ტკბილი სიტყვების მხმობელს" უწოდებდა და გვერდში უყენებდა XII საუკუნის ქართველ კლასიკოსებს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 239


გააზიარე: