The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია რურუა

ილია რურუა
Date of birth:1923
Date of death:1997  (at 74 years)
Category:Writer, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ორქა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1943 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ "საბჭოთა აჭარისა" და საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მაუწყებლობის რედაქციის მთავარ რედაქტორად, საქართველოს წიგნის პალატის დირექტორად, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის მთავარ რედაქტორად და დირექტორად, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის მოადგილედ; 1944 წელს გაზეთ "საბჭოთა აჭარაში" გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "ერთ წყნარ საღამოს"; იგი ავტორია პროზაული კრებულებისა: "როცა ცხოვრებას შეიტყობ", "პირველი ხილვა", "წმინდა ალაგი", "მზის ყურე", "მწვანე კორდი", "ფიორდების ტყვე", "ზარდახშაში მთვლემარე ლომი"; მისი მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსზე აღინიშნა პრემიებით; მრავალი მათგანი თარგმნილია უცხო ენებზე; ილია რურუას კინოსცენარების მიხედვით გადაღებულია სრულმეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: "რუსთაველის ნაკვალევზე", "პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი", "მოლანდება", "ვინც ქარს სთესავს"; იგი არჩეული იყო თბილისისა და ბათუმის საქალაქო საბჭოების დეპუტატად. იყო პუბლიცისტიკის სექციის ბიუროს თავმჯდომარე.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.180

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობა, წევრი

Bibliography


Share: