Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუსუფ ფაღავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყოროლისთავი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1933 წელს; თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1939 წელს. ავტორია რამდენიმე ისტორიული და თანამედროვეობის ამსახველი ნაწარმოებებისა; მისი პირველი რომანი "ჩაუმქრალი კერა" 1959 წელს დაისტამბა; ამას მოჰყვა სხვა რომანები და მოთხრობათა კრებულები: "ქედუხრელნი" (1962), "ცხოვრების ნაპრალი" (1969), "საბედისწერო შეცდომა" (1972), "ბედის ვარსკვლავი", "წინაპართა აჩრდილები" (ორ ნაწილად 1975-1978), "ცხოვრების გაკვეთილები" (1982), "სამტომეული" (1998); ჩვენს პროზაში პირველმა სცადა წარმოეჩინა XIII საუკუნის დიდი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ტბელ აბუსერისძის ცხოვრება და მოღვაწეობა. მიღებული აქვს აჭარის დამსახურებული იურისტის წოდება. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.190 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |