The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ქურიძე

შოთა ქურიძე
Date of birth:1917
Date of death:1989  (at 72 years)
Burial location:ბათუმის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Critic, Explorer, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტი ფილოლოგის სპეციალობით.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: გაზთ "ინდუსტრიული ქუთაისის" რედაქციაში (სტილისტად, განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად), 1949-1958-1971-1985 წლებში - გაზეთ "საბჭოთა აჭარის" რედაქტორად, აჭარის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარედ, ჟურნალ "ლიტერატურული აჭარის" რედაქტორად; იყო საქართველოს პოლიტექნიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი, გამომცემლობა "საქართველოს" აჭარის რედაქციის გამგე. სხვადასხვა პერიოდში გამოცემული აქვს წიგნები: "მხატვრული სიტყვის განვითარება აჭარაში" (1970), "ანტონ ფურცელაძის ლიტერატურულ-კრიტიკული შეხედულებანი" (1976), "ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები" (1978), "წარსულის ფურცლები ქართული ლიტერატურის, კრიტიკისა და ჟურნალისტიკის ისტორიიდან" (1982), "ჭაბუკი იყო, ქარბუქი იყო" (1985) და სხვ. სახლზე, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე განთავსებულია მემორიალური დაფა.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.195

Bibliography


Share: