The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟანა ოთხვანი

ჟანა ოთხვანი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს, შემდეგ − ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა.

წლების განმავლობაში ცხოვრობდა სოხუმში. მუშაობდა ჟურნალ "რიწის" მთავარი რედაქტორის მოადგილედ. აქვეყნებდა ლექსებს და ესეებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "მნათობი", "ცისკარი", "რიწა", "ლიტერატურული საქართველო". 2012 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული "ჩაგრულთა ლოცვა", რომლის მთავარი სათქმელი, პოეტის აზრით, "არის ის, რომ ადამიანის უმთავრესი ვალია, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სამშობლოს თავისუფლების გადარჩენა".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.249-250; არმური: armuri.georgianforum.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: