The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კილოსანიძე

ვლადიმერ კილოსანიძე
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 1944
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

1924 წლიდან მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში ქრონიკის სექტორის კინოოპერატორად. მეორე მსოფლიო ომის პირველი დღეებიდანვე ვლადიმერ კილოსანიძე ფრონტის წინა ხაზზე იღებდა საბრძოლო მოქმედებებს. მის კინოფირზე აღბეჭდილია საბრძოლო ეპიზოდები ქერჩში, ნოვოროსიისკში, ბაქსანის ხეობაში და ორჯონიკიძის მისადგომებთან. ვლადიმერ კილოსანიძის მიერ უკანასკნელად გადაღებული ეპიზოდები ყირიმის გმირულ ბრძოლებს ასახავს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.685; გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალურ ვებგვერდი: kvirispalitra.ge; ვ. ვ. კილოსანიძე // კომუნისტი .- 1944 .- 7 ივნისი.- N114 (7058) .- გვ.2 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: