| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო კიკვიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა შავრა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ქალთა პროფესიონალური სკოლა. 1909-1914 წლებში აქტიურად მონაწილეობდა კ. თავართქილაძის მიერ დაარსებულ საგამომცემლო საზოგადოება "კულტურას" საქმიანობაში; თბილისში და სოფლად ავრცელებდა წიგნებს, ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას; 1910 წელს სოფელ ღადისში გახსნა პირველი სასწავლო-საჩვენებელი საფეიქრო სახელოსნო; 1919-1920 წლებში საკუთარი სახსრებით გახსნა ჭრა-კერვისა და წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები, რომელიც 1920 წლიდან პროფესიულ სკოლად გადაკეთდა. ნინო კიკვიძემ, როგორც მეუფეტკრეობის მცოდნემ, ხელი შეუწყო ამ დარგის გავრცელებას, იგი ასევე მისდევდა ხეხილის მყნობას, მევენახეობას; სოფელ ჭრებალოში მისი აქტიური ხელშეწყობით დაარსდა საქველმოქმედო საზოგადოება ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად. ნინო კიკივიძე ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მქარგავი, მის მიერ მოქარგული ტილო "ტარიელი წყლის პირას" გამოფენილი იყო ხალხური შემოქმედების მუზეუმში (ამ მუზეუმშივეა დაცული მისი ნამუშევრები). სახალხო შემოქმედი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.678
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

