The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჩავლეიშვილი

ალექსანდრე ჩავლეიშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1978  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩანჩეუთი (ახლანდელი ნინოშვილი), ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1931.

1935-1937წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1938-1944წწ. მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სასწავლო - სამეცნიერო დარგში; 1938-1961წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტში არსებულ ახალგაზრდა მწერალთა წრესა და ამ წრის მიერ დაარსებულ ჟურნალ "მაჭახელას". ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1979).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "აკაკი წერეთლის მხატვრული ოსტატობის საკითხები", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.198

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: