Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ კიწმარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბჟოლიეთი, ჩოხატაურის რაიონი. 1917 წლიდან მუშაობდა თბილისის სადგურში, 1921 წლიდან ბათუმის სანაპირო არტელში. 1928 წლიდან იყო სადგურის გაერთიანებული ფაბკომის ხელმძღვანელი. 1928-1929 წლებში საქართველოს საფეიქრო ტრესტმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოსკოვში გააგზავნა, დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისის მაუდის ქარხანაში ბრიგადის ხელმძღვანელად და საწარმოო კომისიის თავმჯდომარედ. 1931 წლამდე წარმოების გაუმჯობესების მიზნით ქარხანაში 30-მდე წინადადება შეიტანა, გამოიგონა ხუთი მანქანა-დანადგარი: მზა საქონლის დამკეცი, გამზომი და გამხვევი, მექანიკური შემმოწმებელი, გასაწური მანქანის სამკლავის მცვლელი და საშრობი მანქანის გამწმენდის გამმარტივებელი. დააპატიმრეს 1937 წლის 2 თებერვალს, დახვრიტეს 1937 წლის 14 სექტემბერს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 28/11-1957 წ. №4н-07013/57 განჩინებით საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. რეპრესირებული. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.699; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |