The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჩხარტიშვილი

რევაზ ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2015  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ჯუმათის სასაფლაო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის რაიონი. 

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტი ფილოლოგის სპეციალობით.

პოეტის პირველი ლექსი 1953 წლის ალმანახ "ტალღაში" დაიბეჭდა; ავტორია პოეტური კრებულებისა: "რაც ვერ გითხარი" (1971), "ვინმეს თუ უყვარხარ" (1993), "რომ მიყვარდე" (1997), "თუ გიფიქრია" (2002). ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას; ნათარგმნი აქვს - ესენინის, ცვეტაევას, ახმატოვას, სიმონოვის ლექსები. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ ენაზე. 35 წელი იმუშავა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად სხვადასხვა სოფლებში.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.202

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: