The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ძირკვაძე

ნოდარ ძირკვაძე
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:1998  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიოკნისი, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1974 წლებში მუშაობდა დიოკნისის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1982-1985 წლებში ხულოს რაიონული გაზეთის ("კოლექტიური შრომა") რედაქტორად; 1986-1998 წლებში - ღურტის, პაქსაძეებისა და მანიაკეთის საშუალო არასრულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ავტორია წიგნებისა: "შენი გულისათვის", "სანამ ცოცხალი ხარ", "თეონა", "მთებზე ამოდიოდა მზე", "დიდ გზაზე", "ლეგენდა სიყვარულზე", "თამთა", "დედის ცრემლებზე ამოსულაო ია ლამაზი", "ცოდვის შვილები". იყო რაიონული საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, სოციალისტური შეჯიბრებაში გამარჯვებულის სამკერდე ნიშანი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.203

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: