შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. წლების მანძილზე მუშაობდა ლიტერატურულ ორგანიზაციებში, შემდეგ – მობილური ოპერატორის "ჯეოსელის" სისტემაში. თარგმნის ინგლისურ და გერმანულენოვან პოეზიას (ელიოტი, პაუნდი, ფროსტი, სენდბერგი, ოდენი, ლოუელი, სტრენდი, უოლკოტი, სიმიკი, ჰინი, რილკე, ცელანი და სხვ.). გამოცემული აქვს კრებულები: "გამომიგონე" (1993), "ჩურჩულის გაკვეთილი" (1994), "ჯიბის ჰაერი" (2000), "გზები და დღეები" (2005), "ნეგატივი" (2009), "შენთვის შეიძლება" (2015). მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირის პრიზები კატეგორიაში "წლის საუკეთესი პოეტური პუბლიკაცია", 1996 და 1998 წლებში. მას 2003 წელს ავსტრიის ფედერალური მთავრობის 2023 წლის სახელმწიფო მთარგმნელობითი პრემია გადაეცა. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.266; alia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |