Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ტაბატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზედა ბერეთისა, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს. 1928-1931წწ. გაიწვიეს სამხედრო სამსახურში; 1934-1941წწ. გადიოდა სამედიცინო პრაქტიკას ქალაქ წყალტუბოში; 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, სადაც მსახურობდა 414-ე ქვეითი დივიზიის 1053-ე საარტილერიო პოლკში; ომში მსახურობის პერიოდში, გარდა თერაპიული მკურნალობისა, ჩაატარა ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე ასეულ პაციენტზე; ომში ჰოსპიტლის აფეთქების შედეგად დაიჭრა, დაემართა კონტუზია, ომიდან დაბრუნდა 1946 წელს; 1946-1947წწ. მუშაობდა ქალაქ ბაქოს სამხედრო კლინიკაში, ექიმ-თერაპევტად; 1947-1948წწ. სოფელ ჯალაურთაში; 1949 წელს გადმოიყვანეს ქალაქ გორში, სადაც მუშაობდა ქალაქის სანეპიდ-სადგურის მთავარ ექიმად; 1952 წელს დანიშნეს ქალაქ ქარელის ახლად გახსნილი საავადმყოფოს მთავარ ექიმად, რაიონის ჯანგანის (ჯანდაცვის განყოფილების) უფროსად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. ექიმი-თერაპევტი, II მსოფლიო ომის მე-3 რანგის სამხედრო ექიმი, სამედიცინო კაპიტანი. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |