შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიონ საგანელი![]()
ბიოგრაფიადაკავშირებული იყო ცისფერყანწელებთან. ქუთაისელი მწერლების "დიდი გადასახლების" დროს (1918) საგანელიც გადმოვიდა თბილისში. ორი, საკმაოდ უცნაურსახელწოდებიანი, წიგნის "კავრთოთავა" (1919) და "დრუმო" (1921) გამოცემისა და კონსერვატორიის დარბაზში თავისი შემოქმედებითი საღამოს გამართვის შემდეგ (1922 წლის 23 ნოემბერს), გიონ საგანელი, 1921-1923 წლების დროებითი განხეთქილებისას შექმნილი "ახალი მწერლობის კავშირის" წევრი, "ქიმერიონში ნასადილევი, ოთახში ჩაიკეტა, დიდი რაოდენობის ოპიუმი მიიღო და თავი მოიკლა" (სერგო კლდიაშვილი). ამ პოეტს მიუძღვნა ტიციან ტაბიძემ წერილი "გიონ საგანელი" (ვარამ გაგელის ფსევდონიმით. "პოეზიის დღე". 1922, №1) და ლექსითაც მოიგონა უდროოდ დაღუპული ახალგაზრდა პოეტი ("ვარ უსათუოდ იმის მოვალე, ლექსში ვახსენო გიონ საგანელი..."). დასაფლავებულია თბილისში, ძველი ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე (შემდეგში ვაკის პარკი), იქ, სადაც განისვენებენ დანიელ ჭონქაძე და ლავრენტი არდაზიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულია. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.274-275 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |