The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე კოკოჩაშვილი

სხვა სახელი:ივანე ქოჩეჩაშვილი
ივანე ყოყოჩაშვილი
დაბადების თარიღი:1799
გარდაცვ. თარიღი:1864  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს მიხედვით, ქუთაისელი კათოლიკეები გარდა ვაჭრობისა და მეწარმეობისა, გამოირჩეოდნენ სხვა საქმიანობაშიც; მრავალი მათგანი ფრიად განსწავლული და განათლებული პიროვნება იყო. მათ შორის აღსანიშნავია ივანე პეტრეს ძე კოკოჩაშვილი. ის დახელოვნებული იყო სამედიცინო დარგში, თვითონ ამზადებდა წამლებს და უფასოდ ურიგებდა ავადმყოფებს. მან მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში თავისსავე სახლში "სამკურნალო აფთიაქი" გახსნა. მისივე დამსახურებაა "ბოტანიკური ლექსიკონის" შედგენა ლათინურ, არაბულ, ოსმალურ, სომხურ და რუსულ ენებზე. აფთიაქარი, პროვიზორი, მკურნალი, ქველმოქმედი. ფარმაცევტისა და პროვიზორის პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.729; ვიქტორ კოკოჩაშვილი : მეცნიერი, პედაგოგი, პიროვნება /ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2022.- "უნივერსალი" გვ.17-18 (dspace.nplg.gov.ge); ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.40-42


გააზიარე: