Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ სიმონიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ს. მ. კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი 1942 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობდა ყაზახეთში, "ჯესკაზგანის" სპილენძის კომბინატში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, სადაც 1947 წლამდე მუშაობდა. 1947 წელს, სამუშაოდ გადმოვიდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირის" სისტემაში. ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა უბნის უფროსად, ხოლო 1951 წელს, მისი მონაწილეობით ჩამოყალიბდა მე-5 შახტა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "ტყვარჩელის" გენერალური დირექტორის თანაშემწედ; იყო "საქქვანახშირის" უფროსი ინჟინერი, "ინჟმშენის" ტრესტის საკარიერო წარმოების უფროსი. წარდგენილი იყო "საქნახშირის" ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მ. სიმონიშვილი იყო ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა ტყვარჩელის ქალაქად ჩამოყალიბებაში. იგი არჩეული იყო ტყვარჩელის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად, საქართველოს უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატად (1967). მიღებული ჰქონდა სამადლობელი სიგელები. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |