The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ ვეკუა

თემურ ვეკუა
Date of birth:12 December, 1951  (72 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1972 წელს; მოსკოვის ტექნიკური პროგრესის უნივერსიტეტი 1976 წელს; მოსკოვის საფეიქრო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1979 წელს.

1972-1976წწ. იყო საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1984წწ. მოსკოვის საფეიქრო უნივერსიტეტის (ა. ნ. კოსიგინის სახელობის რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეკოლოგიის საფაკულტეტო ლაბორატრიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1984-1991წწ. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკოლოგიის და შრომის დაცვის კათედრის გამგე, სამეცნიერო ნაწილის უფროსი, პრორექტორი; 1991-1993წწ. გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე; 1993-1996წწ. გარემოს დაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1997-2000წწ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებათა დეპარტამენტის უფროსი; 1998-2000წწ. კომპანია "SGS"-ს (შვეიცარია) კონსულტანტი საქართველოში; 2000 წლიდან ეკოლოგიური ასოციაციია "ეკოტექი"-ს მთავარი ექსპერტი; 2004-2010წწ. სამშენებლო-არქიტექტურული კომპანია "სასკო"-ს ადმინისტრაციული დირექტორი; შ.პ.ს "ეკოლოსი"-ს მრჩეველი (2014); 2014 წლიდან კომპანია "მეღვინეობა ხარება"-ს მთავარი მრჩეველი; 2023 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრად; აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის წევრად 4 წლით. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ოთხი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ხუთი სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი, ორი მაგისტრანტის ხელმძღვანელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

Member of Organizations

  • ეკოლოგიის მეცნიერებათა და სიცოცხლის უსაფრთხოების საერთაშორისო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1995-)
  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

Share: