The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ხოფერია

ჯემალ ხოფერია
დაბადების თარიღი:1940
გარდაცვ. თარიღი:2015  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საერთო განყოფილებაში, ქარხანა "ელექტროხელსაწყოში", გაზეთის ("ოქტომბრის გზით") რედაქციაში, გამომცემლობა "საბჭოთა აჭარაში" გამომშვებად, შემდეგ სარედაქციო განყოფილების გამგედ; იყო გაზეთების: "საბჭოთა აჭარის", "სოვეტსკაია ადჟარიას", "ახალგაზრდა კომუნისტის", "სოფლის ცხოვრების", "ლიტერატურულ საქართველოს" შტატგარეშე კორესპონდენტი. პირველი მოთხრობა 1960 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში". გამოცემული აქვს 15 წიგნი: "ყვავილობა" (1969), "წვიმიანი დღის ქრონიკა" (1972), "მშობლიური კერა" (1973), "აბდულა", "ოლე" (1986), "არ ვტყუივარ შენთან" (1989), როდესაც მეძახი" (1974), "უნიადაგო" (1994), "შენ ხარ ჩემი ნავსაყუდელი" (1997).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.209

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: