The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ გორგაძე

რევაზ გორგაძე
Date of birth:1922
Date of death:2006  (at 84 years)
Category:Writer, Poet, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიხაძირი, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ჯერ სამასწავლებლო, შემდეგ, კი პედაგოგიური ინსტიტუტი.

1942 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ხულოს რაიონის სოფელ ფუშკურაულის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად;  მუშაობდა მშობლიური სკოლის დირექტორის მოადგილედ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; იყო კულტურის სამინისტროს სალექციო ბიუროს დირექტორი, საზოგადოება "ცოდნის" ორგანიზატორი, გაზეთ "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტი აჭარაში, გაზეთ "საბჭოთა აჭარის" განყოფილების გამგე; 1980-1993წწ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის აჭარის საოლქო საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ; პოეტის პირველი ლექსები დაიბეჭდა 1942 წელს; მის ლექსებზე დაწერილია მუსიკა. ავტორია თორმეტი წიგნისა: "ტბელის ანდერძი", "ნახტომი მთაში", "თოჯინა ალაპარაკდა", "ღიმილის კაცი", "დამაყარე, ქალო მიწა" და სხვ; მასვე ეკუთვნის ტრილოგია: "შურისძიება", "ურჩხულის დამარცხება" და "სიკვდილის საკანში", ეძღვნება აჭარის სახელოვან მამულიშვილებს.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.214

Bibliography


Share: