შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟუჟუნა ჩახუნაშვილი-ქინქლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანოს სპეციალობით 1956 წელს. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს თბილისის მ. ბალანჩივაძის სახ. მე-3 სამუსიკო სასწავლებელში, პედაგოგად (1956-2001), შემდგომ კი ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საერთო ფორტეპიანოს კათედრის პედაგოგად (1961-2004), სადაც 1991 წელს ენიჭება დოცენტის სამეცნიერო წოდება. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა და ორი ფორტეპიანოსათვის (ოთხ ხელში) გადააქვს ქართული მუსიკის კლასიკოსების საორკესტრო და ვოკალური ნაწარმოებები, რომელთაგან აღსანიშნავია: ალიოზ მიზანდარის - "მაზურკა", "პატარა ვალსი №1", "პატარა ვალსი №2", ვაჟა აზარაშვილის - "სახუმარო", "ანტიცა" (აფხაზური სახუმარო სიმღერა), "სატრფიალო", "მგზავრული", რევაზ ლაღიძის - "ნოქტიურნი", "სიმღერა", მერი დავითაშვილის - "ხორუმი". საერთო ფორტეპიანოს კათედრის დოცენტი, პიანისტი. თვალსაჩინო მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ ქინქლაძის მეუღლე. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |