The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ კოკაია

გრიგოლ კოკაია
Date of birth:1904
Date of death:1969  (at 65 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჭყონი, მარტვილის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი 1933 წელს.

სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ხელმძღვანელ სამეურნეო და კოოპერაციულ სამუშოებზე. 1938 წლიდან გადავიდა  პარტიულ სამუშოზე. იყო სამტრედიისა და გუდაუთის რაიკომის მდივანი, შემდეგ საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ფოთის საქალაქო კომიტეტის მდივანი. 1946 წლის 10 თებერვალს აირჩიეს სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. რეპრესირებული იყო 50-იან წლებში, შეეხო მორიგი რეპრესიების ციკლი, რომელიც "მეგრელთა საქმით" გახდა ცნობილი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.725; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.gesamegrelo.borbonchia.geintermedia.ge

Awards and Honors

  • 1944 - ლენინის ორდენი
    სოფლის მეურნეობისა და მეცხოველების განვითარების დარგში მთავრობის დავალებათა წარმატებით შესრულებისთვის
  • 1943 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
    გერმანელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზე საბრძოლო დავალებების სანიმუშოდ შესრულებისთვის
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
    მეორე მსოფლიო ომის წლებში თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის დარგში მთავრობის დავალებათა წარმატებით შესრულებისთვის,
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: