შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო სპანდერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წნორი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა სტავროპოლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1985 წლიდან ცხოვრობს ქალაქ ერევანში. მუშაობს სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ახალი ამბების საზღვარგარეთის გადაცემების განყოფილებაში, დიქტორ-მთარგმნელად, ერევნის საკვირაო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სათვისტომოს გაზეთ "ივერიის" ქართული ნაწილის რედაქტორად. მისი ლექსები და თარგმანები დაბეჭდილია არაერთ ქართულ და სომხურ პერიოდულ გამოცემაში. იგი არის "წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ "ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – "ივერიის" ორგზის ლაურეატი, მათ შორის 2022 წელსაც. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.287-288; ქართული ელიტა: qelite.info ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |