The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბადრი სულაძე

ბადრი სულაძე
Date of birth:1964  (61 years)
Category:Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

მუშაობს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. გამოცემული აქვს კრებულები: "ზღაპარხილვა", "მოგისაკლისე", "ბედის ტიხარი", "რაჭა, შენ რომ არ მყავდე...", "ჩიტიწყალა", "ლირიკა" და "დაღამებისას იწყება დილა". სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ჟურნალებში – "ცისკარი", "განთიადი", "ამერ-იმერი", "ანეული", "ხორნაბუჯი", "ოლე", "მწვანეყვავილა"; გაზეთებში – "ლიტერატურული საქართველო", "ლიტერატურული გაზეთი", "მწერლის გაზეთი", "რაეო". ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას, თარგმნილი აქვს ქართულად რუსული, ბელორუსული, თურქული და ტაჯიკური პოეზიის ნიმუშები. მისი თარგმანები შესულია მთარგმნელთა კოლეგიის მიერ შედგენილ "რუსული პოეზიის ანთოლოგიაში".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.290-291

Bibliography


Share: