Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ კორინთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიასა და კომერციულ სასწავლებელში; დაამთავრა საბუღალტრო კურსები და საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი. 1919 წელს თბილისში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მწერალ-სიმბოლისტთა წრე და საკუთარი ხარჯით გამოსცა ჟურნალი "კრონოსის სარკე"; იმავე წელს, ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად ჩამოაყალიბა "ახალი დრამატული წრე", რომლის მიზანიც იყო ახალი მიმართულების თეატრის შექმნა (ორი წარმოდგენა გამართა ხელოსანთა კლუბში, ერთ-ერთი პიესა "დაღუპული სიყვარული" არჩილ კორინთელს ეკუთვნოდა); 1920 წელს, დუშეთში მუშაობის დროს ხელმძღვანელობდა დუშეთის დრამატულ დასს და მუშაობდა სცენისმოყვარეთა გამგეობაში. წერდა უმთავრესად სოციალური შინაარსის პიესებს, ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა წერილებს ხელოვნებისა და პროვინციებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თეატრალური მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.736
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |