The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბარე კორინთელი-ყიფშიძისა

ოფიციალური სახელი:ბარბარე კორინთელი
სხვა სახელი:ბაბო კორინთელი
სოფიო ანკარა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1855
გარდაცვ. თარიღი:1935  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

1878-1879 წლებში თავის მეუღლესთან, გრ. ყიფშიძესთან ერთად, გამოდიოდა ქართულ სცენაზე. მუდმივმოქმედი დასის დაარსებისთანავე წარმოდგენებს მართავდა საქართველოს ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში. 1881-1885 წლებში მონაწილეობდა ვასო აბაშიძის ანტრეპრეზაში. ბარბარე კორინთელი იყო მაკო საფაროვა-აბაშიძის თეატრალური სკოლის მიმდევარი, ასევე იყო ქართლის ხალხოსანთა რევოლუციური წრის წევრი. გიორგი ფრონისპირელის (ყიფშიძე) დედა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.736; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: ფსევდონიმების ლექსიკონი:  nplg.gov.ge


გააზიარე: