The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ლაზარევი

დაბადების თარიღი:1832
გარდაცვ. თარიღი:1919  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, მთარგმნელი, მუშა, პოეტი

ბიოგრაფია

სატამბის მუშა-ასოთამწყობი ("ცისკარი", "საქართველოს მოამბე", "დროება" და სხვ.). 1900-იანი წლებიდან "ალექსანდრეს ბაღთან" გახსნილი ჰქონდა წიგნთსავაჭრო. მოიძია სახლთუხუცესისა და სარდლის, თავად დავით ორბელიანის მიერ სპარსულიდან ქართულად თარგმნილი "საამოდ სასმენელი" "ყარამანიანი", კლიშეები ბზაზე თვითონვე ამოჭრა, წიგნი თვითონვე ააწყო და საკუთარი რედაქციით გამოსცა: პირველად 1875-1882 წლებში ნ. კობალაძესთან ერთად, მეორედ 1888-1912 წლებში, მესამედ 1901-1914 წლებში (სულ 16 კარად, ზოგი კარი რამდენიმე გამოცემად). წერდა სასიმღერო ლექსებს, თარგმნიდა სომხურიდან მაგ. რაფფის "ზედ-სიძე და სხვ. სახალხო მოლექსე და გამომცემელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.757

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: