The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ლაზარიანი-ოცხელი

სხვა სახელი:ივანე მოძღვარი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1837
კატეგორია:მთარგმნელი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

სასულიერო განათლება მიიღო კონსტანტინეოპოლში.

საქართველოში მოღვაწეობას შეუდგა 1775 წლიდან. ამ დროს სომეხ კათოლიკეთა მოძღვარი შაჰყულიანი ქართველ კათოლიკეებს ავიწროვებდა და დევნიდა, რის გამოც მრევლმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვა. 1826 წლის 11 აპრილს კათოლიკეთა სასულიერო მთავრობამ (ეპისკოპოსი ვინჩენცო ქორეზი) შაჰყულიანი გადააყენა და მის მაგივრად ივანე ლაზარიან-ოცხელი დანიშნა, რომელმაც დანიშვნისთანავე ქართულ ენაზე დაიწყო ქადაგება და მრევლის წინამძღოლობა. 1793 წელს გამოცემული მისი ქადაგებების ორტომეული - "წიგნი ქადაგებისა"(შეიცავს 24 ქადაგებას), დაცულია ახალციხეში. "ლაზარეს ძმობის" წევრი. თარგმნიდა სომხურიდან, ლათინურიდან. მქადაგებელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.758


გააზიარე: