Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა ტბაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. საარქივო ფონდში დაცული ცნობების საფუძველზე ირკვევა, რომ იგი 1935 წლის 14 ოქტომბერს მწერალთა კავშირიდან გარიცხეს; ლ. ძიმისტარაშვილის რეპრესიის შესახებ ცნობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩნდება; ირკვევა, რომ ახალგაზრდა პოეტის წინაღმდეგ მიმართული კამპანია 1934 წელს დაიწყო; საბჭოთა ხელისუფლებამ მოღალეტეობრივ ქმედებებად ჩაუთვალა 1932-1934 წლებში ბათუმელი მოსწავლეების: დიმიტრი ძიმისტარიშვილის, შოთა გოგუასა და პავლე მორჩილაძის მიერ დაარსებულ საქართველოს ისტორიის და ქართული პოეზიის შემსწავლელ წრესთან ურთიერთობა; როგორც ჩანს, ლავრენტი ძიმისტარიშვილი ყოველთვის ვერ თავსდებოდა იდეოლოგიის ჩარჩოებში და უკმაყოფილებას გამოხატავდა; გარდა ამისა, ალბათ, მისი ასაკი გახდა საბაბი იმისა, რომ მოსწავლეებთან ერთად, ამ წრის შექმნის გამო დაესაჯათ – პირველ ეტაპზე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, შემდეგ გადაასახლეს და გადასახლებაში დაიღუპა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთია ასახული აჭარის თემა. ამის დასტურია ლექსები: "აჭარას", "ორი სიმღერა აჭარისწყალზე", "აჭარელ გოგონას", "მაგნოლიები, შრიალი სიოს" და სხვ. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.223; ლაშა ტბაური - რეპრესიებს შეწირული ახალგაზრდა პოეტი / მანანა თავდგირიძე // საერთაშორისო კონფერენცია "ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - II" : თეზისები, 24-26 ოქტომბერი.- ბათუმი, 2014. -გვ.66-67 (academia.edu) Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |