შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ტარყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი. სკოლაში სწავლის პარალელურად სწავლობდა ჟურნალისტთა სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო სამედიცინო აკადემიაში, პედიატრიულ ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ან თანამშრომლობდა სხვადასხვა პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებთან და ტელეკომპანიებთან. ამჟამად მუშაობს საპატრიარქოს მომლოცველთა სამსახურში და თანამშრომლობს საპატრიარქოს საგამომცემლო დეპარტამენტთან, აგრეთვე, საქართველოს საგვარეულოთა კავშირთან. გატაცებულია საეკლესიო გალობით, ხალხური სიმღერებით, ხევსურული ქარგვით და თექით. 2011 წელს გამოიცა ნინო ტარყაშვილის პირველი ლექსთა კრებული "ირმის ნახტომი". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.296 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |