შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ქუთაისის გუბერნია (ახ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი). 1921 წლის იანვრიდან 11 მარტამდე მსახურობდა მენშევიკური გვარდიის გენშტაბში მთავარსარდლის პირად მცველად. 1921 წელს საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში გახიზვნის შემდეგ ქვეყანა დატოვეს იუნკერბმაც. პირველ ხანებში კონსტანტინეპოლში გაჩერდნენ, 1922 წელს, კი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. გრიგოლ იაშვილი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც სამხედრო სკოლა დაამთავრა. 1921–1927 წლებში მსახურობდა პოლონეთის არმიაში ოფიცრის თანამდებობაზე პორუჩიკის ჩინით. პოლონეთ–გერმანიის ომის დროს ვარშავის გარნიზონის სამეურნეო ოცეულის მეთაური იყო. კაპიტულაციის შემდეგ დაუბრუნდა ძველ საცხოვრებელ ქალაქს პოზნანში. 1940 წელს გახდა "კავკასიური კომიტეტის" წევრი. პოზნანში ცხოვრებისას იგი მიხეილ კვალიაშვილთან ერთად, რომელთანაც იუნკერთა სკოლიდან მეგობრობდა, ეწეოდა აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას. ისინი კავკასიური წარმოშობის სამხედრო ტყვეებიდან იბირებდნენ ახალ–ახალ პირებს "კავკასიურ ლეგიონში" საბრძოლველად. ასევე, ხშირად ეკონტაქტებოდნენ ქართულ სამხედრო ანტისაბჭოთა ორგანიზაციას ბერლინში — "ფერბინდუნგშტაბს", რომელმაც კავკასიური ლეგიონის შექმნას დაუდო საფუძველი. 1943 წელს ორჯერ იმყოფებოდნენ ბერლინში, სადაც შეხვდნენ "კავკასიური კომიტეტის" ბერლინის ცენტრის თავმჯდომარე გიორგი კერესელიძეს. საბჭოთა უშიშროების "განმათავისუფლებელმა" ძალებმა პოლონეთში შესვლისთანავე დაიწყეს ნადირობა პოლონურ არმიაში მომსახურე ქართველებზე. ის 1945 წლის 15 მაისს დააპატიმრეს. იმავე წლის 27 აგვისტოს გერმანიაში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების ჯგუფის სამხედრო ტრიბუნალმა მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა–გასწორების ბანაკში პირადი ქონების კონფისკაციით. გადასახლებაში ავადმყოფობის გამო (ციმბირის ჰავა ვერ აიტანა) ნება დართეს დაბრუნებულიყო ძმასთან თბილისში, სადაც გარდაიცვალა. წყარო: ქართველი იუნკერი–ლეგიონერები = Georgian Junkers and Legionnaires / ლია კერესელიძე // საარქივო მოამბე = The archival bulletin / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.-თბილისი, 2017.- N 17.-გვ. 103–104
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |