The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო აბაზაძე

ნიკო აბაზაძე
Legal name:ნიკოლოზ აბაზაძე
Other name:ნუკრი აბაზაძე
Date of birth:1967  (59 years)
Category:Explorer, Actor/Actress, Painter, Public Man, Athlete, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1994 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ქანდაკების ფაკულტეტი 1994 წელს.

1988-1999 წწ. ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობას აქტივისტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანი, რაც ერთგვარად აისახა ზოგიერთ მის ნამუშევარში; 1997-1999 წწ. იყო სატელევიზიო შოუ "დიდების ზღაპრის" მხატვარი და თოჯინების ავტორი; აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში; ქართული ისტორიული საბრძოლო ხელოვნებების მკვლევარი. ატარებს ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს საქართველოს მთიან რეგიონებში; მუშაობს საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალური დანაყოფის ფიზიკური მომზადების უფროსად; 1999 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში; პერიოდულად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში; მუშაობს მხატვარ რესტავრატორად სხვადასხვა ცნობილ სამხატვრო-სარესტავრაციო კომპანიებში, როგორებიცაა: Evergreene Architectural Art, Hermitage Studios NY, Hass Restoration; 2004 წლიდან ინტერესდება კინოხელოვნებით როგორც მსახიობი, სცენარისტი, მხატვარი და საბრძოლო სცენების დამდგმელი; თამაშობს მთავარ როლს მოკლემეტრაჟიან მხატრულ ფილმში "ვალი", რისთვისაც 2005 წელს First Run Film Festival -ზე მიენიჭა საუკეთესო მსახიობის ჯილდო; მას მოყვება ფილმები "ნიკო", "ჰელენი", "ბალუნისტი", "მგლებზე მონადირე", "სულის ცხენი" და სხვა; 2017 წლიდან გაწევრიანდა ამერიკის სცენის მხატვართა გილდიაში  და მონაწილეობა მიიღო არა ერთ საინტერესო კინო პროექტში, მაგალითისათვის: Joker, John Wick 3, Gotham 4, House of Cards 6, She’s Gotta Have It, FBI და სხვა. კინო მხატვარი, მხატვარ-რესტავრატორი, სამხედრო და ისტორიული საბრძოლო ხელოვნებების ექსპერტი.

წყარო: ინტეგრაცია და იდენტობა : ქართველი ხელოვანები საზღვარგარეთ: geoartistsabroad.tsu.ge

Member of Organizations

  • ამერიკის სცენის მხატვართა გილდია, წევრი (2017-)
  • საქართველოს გიდების და სკაუტების ასოციაცია, ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი ლიდერი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1996-)
  • ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაცია "ხრიდოლი", თანადამფუძნებელი

Share: