The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შუქრი მარგიანი

შუქრი მარგიანი
დაბადების თარიღი:1962
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1993  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დალის ხეობა
კატეგორია:ეკონომისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დალის (კოდორის) ხეობა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1984 წელს; მოსკოვის კოოპერაციის ინსტიტუტის თბილისის მენეჯერთა სკოლა 1990 წელს, სადაც წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი: "კოდორის ხეობის, დალის სვანეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა", რომელიც ღემდე ერთადართია დალის ხეობისთვის და შესაბამისად არ კარგავს აქტუალობასა და ღირებულებას.

აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში; 1989-1992წწ. სხვა კოდორელებთან ერთად თავკაცობდა შიყერის წმ. გიორგის ეკლესიის მშენებლობას; აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე მოხალისედ შევიდა ეროვნული გვარდიის მე-2 ბატალიონში; იყო "მშვიდობის ლეგიონის" მებრძოლი; გმირულად დაიღუპა ურთულესი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს; 2005 წელს მის ხსოვნას მიეძღვნა წიგნი "დალელთა იმედი".

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.236

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის ორდენი
    აფხაზეთის ბრძოლებში აქტიური მონაწილეობისთვის

გააზიარე: