The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა მეტრეველი

ვაჟა მეტრეველი
Date of birth:8 June, 1948  (78 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ გაანაწილეს "საქმთავარენერგოს" ენერგოსისტემის ოპერატიული მართვის დისპეტჩერად; შეუდგა მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული კომპლექსური საკითხების შესწავლას, რისთვისაც გაიარა სტაჟირება ელექტროსადგურებზე, მათ შორის თბილსრესში, ტყვარჩელსრესში, ლაჯანურ ჰესში, რიონჰესში და გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეუდგა ენერგოსისტემის დისპეჩერად მუშაობას; ერთ წელიწადში წარმატებით აბარებს "საქმთავარენერგოს" კომისიას სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ გამოცდებს უფროსი დისპეტჩერის თანამდებობის დასაკავებლად და შეუდგა ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვას უფროსი დისპეჩერის რანგში; 1979 წელს დაინიშნა ენერგოსისტემის ოპერატიულ ხემძღვანელად "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1983  წელს თელავის "ელექტროსაქსელო" საწარმოს დირექტორად (კახეთის რაიონები); 1986 წელს ცენტრალური ელექტროქსელების დირექტორად (ქალაქების თბილისის, რუსთავის და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში); 1987 წელს საქართველოს ენერგოსისტემის მაღალი ძაბვის ელექტრული ქსელების დირექტორად; 1993-1995 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ერთიან ენერგოსისტემის დეპარტამენტ "საქენერგოს" თავჯდომარის პირველი მიადგილის რანგში (ამ თანამდებობაზე მუშაობისას მოხდა აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენები, რაც მნიშვნელოვნად შეეხო ამ ტერიტორიაზე განაგებულ ენგურჰესის კომპლექსს, რომლის გადარჩენის ვერავითარი გზა ვერ გამოინახა, მის გამორთვას შეეგუა საქართვეოს ხელისულება და გაიცა განკარგულება პერსონალის ევაკუაციისა, რაც ენგურჰესის დატბორვას ნიშნავდა, ეს საქართველოს ენერგეტიკას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებდა. ამ კრიტიკულ მომენტში ვ. მეტრეველის გაბედული, სარისკო გადაწყვეტილების, ორგანიზების უნარი და სამი დღეღამის თავგანწირული მოქმედების შედეგად გადარჩა ენგურჰესის კომპლექსი); 1995 წელს დაინიშნა ქ. თბილისის ვიცე–პრემიერად,  საკურატორო სფერო, დედაქალაქის ელექტრომომარაგება და საერთოდ ენერგეტიკა (ეს ის რთული პერიოდია, როდესაც  აღარ ფუნქციონირებდა ცენტრალური გათბობის სისტემები და დარღვეული იყო ბუნებრივი აირით მომარაგება, მოსახლეობა დამოკიდებული იყო მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგებაზე); 1997 წელს დაინიშნა "საქენერგოს" გენერალურ დირექტორად; 1998 წელს სათავეში ჩაუდგა სტრუქტურული ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებულ სს "ელექტროგადაცემა" - სააქციო საზოგადოებას, გენერალური დირექტორის რანგში; 1999 წელს "ელექტროგადაცემის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეა, ამავე დროს ახლად შექმნილი "საქართველოს საბითუმო ბაზრის" პირველი თავჯდომარეა; აქტიურად ერთვება საბითუმო ბაზრის ამოქმედებაში, აქამდე უცნობი სტრუქტურის გამართვაში და ენერგეტიკულ სექტორში ძირეული საბაზრო რეფორმების გატარების ინიციატორია; ურთიერთობს საერთაშორისო  ორგანიზაციებთან; 2002 წელს სტრუქტურული რეფორმის შემდეგ ეტაპზე "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია; 2006 წლიდან საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის მრჩეველია; 2019 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კონსულტატია; 1986 წლიდან 10 წლის მანძილზე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავჯდომარე. ავტორია 43 სამეცნიერო შრომის. ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის დოქტორი (2016).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.230

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (1994-)
  • საქართველოს ენერგეტიკოსთა ასოციაცია, თავმჯდომარე (2018-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2019-)

Awards and Honors

  • 2017 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1995 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: