Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ სტურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ვანის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის ჰიდრომელიორაციული ინსტიტუტი. 1917 წლიდან ჩაბმული იყო რევოლუციურ მოძრაობაში საქართველოსა და ბაქოში; 1921 წელს, როცა საქართველო გახდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ოჯახი დაბრუნდა საქართველოში; 1924 წელს მეუღლესთან, თამარ გაბარაშვილთან ერთად, სასწავლებლად წავიდა მოსკოვში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა ჰიდრომელიორაციულ კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; 1937 წელს, თ. გაბარაშვილი, ხალხის მტრად იქნა გამოცხადებული და მიესაჯა დახვრეტა ქონების კონფისკაციით; 1937 წლის 28 დეკემბერს დააკავეს ბ. სტურუაც და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა უხტიჟემლაგში (სადაც სინამდვილეში 10 წელი გაატარა); გადასახლებიდან 1948 წელს დაბრუნდა; მას არ მისცეს თბილისში ცხოვრების უფლება; ბინასთან ერთად დაკარგა ძალიან დიდი ბიბლიოთეკა და თავისი მეცნიერული ნაშრომები; უბრძანეს რომ 24 საათში დაეტოვებინა თბილისი, რის შემდეგაც საცხოვრებლად სამტრედიაში გადავიდა. რეპრესირებული.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |